ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: ოდეს მოქცეულმან სულთ ითქვნე, მაშინ სცხონდე და სცნა

ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: "ოდეს მოქცეულმან სულთ ითქვნე, მაშინ სცხონდე და სცნა სადა იყავ". სულთქმა სინანულს ნიშნავს, და სჩანს აქ, რომ თუ ცოდვისაგან არ მოიქცევა კაცი, სინანული უხმარი არის. ეს სიტყუა ასე აჩენს: "ოდეს მოქცეულმან სულთ ითქვენ", ესე იგი, როდესაც ცოდვისაგან მოიქცე დე შეინანოო. აცხადებს ეს სიტყუა, რომ თუ ცოდვისაგან კაცი არ მოიქცა, ისრე სინანულის სახის ჩუენება არა რად შეირაცხება. ამას უფალი ღმერთი ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით დაამტკიცებს და იტყვის: "უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თვისისა და ჰქმნეს უსჯულოებასა, არღაცარა მოხსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი". პირველად ცოდვისაგან მოქცევა უნდა ვყოთ, მერმე სინანული, თორემ სინანულად არ შეირაცხება. დავით წინასწარმეტყველი ჯერ მოქცევას გუასწავებს, ვითარცა იტყვის: "მოიქცე ბოროტისაგან"; შემდგომად სინანულს: "და ქმენ კეთილი" (ან. დად. 5, ფსალ. 33, მუხ. 14).
 
თემატური კითხვები
3