
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
წყარო:
ოქროს წყარო [გვ. 86]
თემა:
მოწყალება
სწავლა მ. მოთმინებისათვის და მოწყალებისა
სწავლა მ. მოთმინებისათვის და მოწყალებისა
საყვარელნო! ჟამსა განსაცდელისასა ქრისტეს ვნებათა ვიხსენებდეთ და ვხედვიდეთ წინამძღვარსა მას და სრულ-მყოფელსა სარწმუნოებისა ჩვენისასა იესოს, და ვითარმედ სახელისა მისისათვის არს ყოველივე, - და, უკეთუ ამას ვიხსენებდეთ, ყოველივე ადვილად აღგვიხნდეს და სიხარულით მოვითმინოთ, რამეთუ, უკეთუ მეგობრისათვის იჭირვინ კაცი და უხარინ, ხოლო რომელსა ღმრთისათვის ევნებოდეს, ვითარ არა უხაროდეს? რამეთუ უკეთუ ქრისტეს ჟვარცმასა ჩვენთვის დიდებად თვისსა უწესს, არა უფროსად ჩვენ მისთვის სიკვდილი დიდებად შევრაცხოთა და სიხარულით მოვითმინოთ?! ხოლო უკეთუ ქრისტესთვის ტანჯვაი გვიღირს თავსდებად და თავთა თვისთა უგულებელს-ყოფა, რაი ვჰყოთ ჩვენ, რომელნი არცა თუ საფასეთა და ანგაარებასა უგულებელს-ვჰყოფთ მისთვის? გვიღირს უკვე, ძმანო, რათა, რაჟამს ჭირი რაიმე იყოს ჩვენზედა, არა ჭორსა მას გულის-ხმა-ვჰყოფდეთ, არამედ მისისა მოთმინებისათვის მომავალსა სასყიდელსა და გვირგვინსა და სიხარულით მოვითმენდეთ. ვითარცა იგი ვაჭარნი არა გზათა სიშორეთა იგონებენ, არამედ შესაძინელსაცა, ეგრეთვე ჩვენცა გვიღირს, რაჟამს მოიწიოს რაიმე განსაცდელი, ვიგონებდეთ სასუფეველსა ცათასა და ღვთისა მიერ კადნიერებასა თავს-ვიდებდეთ მოთმინებით. ეგრეთვე, უკეთუ გულის-თქმა-ცოდვისა მოგიხდესა რა, მოიხსენე სატანჯველი საუკუნო და მსწრაფლ წარხდეს შენგან. და კვალად უკეთუ ძნელ გიჩნდეს სათნოება, შეჰმოსე პირსა შენსა საუკუნოსა მის განსვენებისა მოსაგებელი და ადვილად აღგიჩნდეს. ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუ შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩვენთა, რამეთუ თქმულ არს, ვითარედ: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოსთ". ვიდრემდის, ჰოი კაცნო, მხეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებისაცა ჩვენსა უმეცარ ვართ? გულის-ხმა-ვჰყოთ დღე იგი, რაჟამს წარვსდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა და შორის შემოიყვანნეს გლახაკნი ქრისტემან, რომელნი ჩვენ უგულებელს-ვჰყვენით და არა ვჰყავთ მათ ზედა წყალობა; და გვრქვას ჩვენ, ვითარმედ: "რაი იგი არა უყავთ ერთსა ამათ ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ". რამეთუ მაშინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყვასა, არამედ მათ წილ ქრისტე გვეტყოდეს. ვითარცა იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ აბრამ, ეგრეთვე ჰყოს გლახაკთათვის ქრისტემან. რომელა ჩვენ აწ შეურაცხ-ვჰყოფთ, აწ იგინი არიან გლახაკ, და მაშინ ჩვენ ვიყვნეთ გლახაკი და საწყალობელ; და ვითარცა აწ ჩვენ არა ვისმენთ ხმასა გლახაკთასა, არცა მაშინ ქრისტემან ისმინოს ვედრება ჩვენი. და რაიმე სიტყვა მივუგოთ ქრისტესა, რომელმან იგი ჩვენ ცად აღმიყვანნა? ხოლო ჩვენ სახლთაცა შინა არა შევიყვანთ მას. რამეთუ ქრისტე პატიოსანსა ხორცსა მისსა (ხორცსა მას თვისსა) მოგვცემს, ხოლო ჩვენ პურსაცა არა მივსცემთ მას. ქრისტე უხრწნელსა სისხლსა თვისსა გვიწვდევს, ხოლო ჩვენ არცა სასმელსა ერთსა მიუპყრობთ მას. არა ჰხედავაა, ვითარმედ ღმერთმან ყოველივე ზოგად მოგვცა? და უკეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათვის არს, რათა მოწყალებითა გლახაკთათა აღიძარცონ ცოდვანი მათნი. ხოლო შენ, რომელსა რომელსა ეგე არა რაი გაქვს და ესრეთ უწყალო ხარ, საცნაურ არს, ვითარმედ, უკეთუ უმეტესი რაიმე ხელმწიფება გაქვნდა, ბევრეულნიმცა კაცის კვლანი ჰქმნენ და ნათელიცა და ცხოვრება დაიშურე კაცთათვის. ვიდრემდის იყო შენ მდიდარ და იგი გლახაკ, ვიდრე მწუხრადმდე, რომელ არს სიკვდილი, და მერმე არღარა, რამეთუ ესრეთ უნდოი არს ცხოვრება ესე და სიკვდილი კართა ზედა არს. რაი სარგებელ გვეყოფის მრავალთა მათ საუნჯეთა და მონაგებთაგან? რად არა არიან ბევრეულნი ქადაგნი მოწყალებისა შენისანი? რამეთუ საფასეთა ეგე საუნჯენი მტერთა განგიმრავლებენ. ხოლო რომელი გლახაკთა მისცე, იგი ღვთის ხელთა მიიწიოს, და ცოდვათა დამხსნელ გექმნას და ღვთის მიერ დიდება და კაცთაგან პატივი მოგეტყუას. რაისათვის უკვე ჰვნებ (ავნებ) ესრეთ თავსა შენსა? რამეთუ მოწყალებითა თავსა შენსა არგებ უფროსად, ვიდრეღა გლახაკთა. რამეთუ მათ ხორციელად არგებ, ხოლო თავსა შენსა სულიერად, დასაუკუნესა დიდებას მოატყვებ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
|