წმ. იოანე ოქროპირი

სწავლა მდ. თავი იე. სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა

სწავლა მდ. თავი იე. სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა

ქრისტესგან ვისწავოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, რამეთუ იტყვის: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".
    ესე ვითარი სიმდაბლე და სიმშვიდე ჩვენცა მოვიგოთ, და ვიქმნნეთ შემუსვრილითა გულითა, ლოცვისა შემწირველ ღვთისა, რათა ვჰპოვოთ განსვენება სულთა ჩვენთა ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა; შევიმოსოთ სიმდაბლე, დედა იგი ყოველთა სათნოებათა, დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა, რათა ზღვაცა ესე ამის სოფლისა დაუნთქმელად წარვვლოთ და მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესვლად.
    ვიქმნნეთ უკვე მდაბალ, საყვარელნო, რათა ავმაღლდეთ, რამეთუ ნამდვილვე აღამაღლებს სიმდაბლე კაცსა, სიმდაბლითა მით საღმრთოითა და უზესთაეს კამარათა ზეცისათა ჰყოფს. რამეთუ იტყვის: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს". აწ უკვე საყვარელნო, შევიტკბოთ სიმდაბლე, რომელი ქრისტეს მიამსგავსებს მომგებელთა მისთა, და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
 
თემატური კითხვები
3