
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
წყარო:
ოქროს წყარო [გვ. 98]
თემა:
თავმდაბლობა
სწავლა მე. სიმდაბლისათვისვე
სწავლა მე. სიმდაბლისათვისვე
საყვარელნო! შევიმოსოთ სიმდაბლე, რათა ლოცვა ჩვენი ფრთოვან იყოს. გულის-ხმა-ჰყოთ წერილი იგი, ბრძანება უფლისა, ვითარ იტყვის: "რომელთა უნდეს დიდ ყოფა, იყოს ყოველთა მსახურ, და მონა, რათა დიდ იქმნას". ესე რა გესმოდეს, საყვარელნო, ყოვლითა ძალითა შენითა ისწრაფე მოგებად სიმდაბლისა; ნუ გეშინინ, თუმცა პატივსა შენსა რაიმე ევნო სიმდაბლისაგან, რამეთუ, რაოდენცა დამდაბლდე, ვერ ძალ გიძს ესოდენ დამდაბლებად, ვითარ იგი მეუფე ჩვენი დამდაბლდა. გარნა გარდამოსლვა იგი მისი, ჩვენ ყოველთა აღსლვა გვექმნა და მისიცა დიდება გამოაბრწყინვა კაცთა შორის, რომელი პირველ განკაცებისა, ანგელოსთა მიერ ხოლო საცნაურ იყო და კაცთა მცირედთა წმიდათა მათ წინასწარ-მეტყველთა, და მამათ-მთავართა. ხოლო განკაცნა რა და ჯვარს ეცვა, ყოველმან სოფელმან იცნა იგი და არა რაი დააკლდა დიდებასა მისსა, არამედ უფროსად შეიძინა ცხოვრება კაცთა. ხოლო შენ კაცო, რაისა გეშინის და ჰგონებ თუ სიმდაბლისაგან პატივსა შენსა ევნოს? არამედ უფროსღა უწყოდე, ვითარმედ, რაოდენიცა დაიმდაბლო თავი შენი, უფროსად ამაღლდების დიდება შენი, ესე სიმდაბლე არს კარი სასუფეველისა! უკეთუ გვენებოს მუნ შესვლა, ესე გზაი ვიპყრათ სიმდაბლისა, რამეთუ ვინებოთ თუ გზასა მას ამპარტავანებისასა შესვლას, შორს ვიპოვნეთ სასუფეველისაგან და ვიქმნეთ უფროს ყოველთა შეურაცხ, და წარწყმედულ; და ვითარცა სხვასა ადგილსა ვიტყოდეთ, კვალად რაისათვის აჩვენებ კაცთა ქველის საქმესა შენსა? რათა იდიდო და საქებელ იქმნა? აწ უკვე ნუ ესრეთ იქმ, და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი დიდება და ქება. კვალად ვიტყოდეთ, ვითარმედ რაისათვის იუნჯებ, კაცო? რათა სიმდიდრე გაქუნდესა? აწ უკვე ნუ იუნჯებ და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი სიმდიდრე. ეგრეთვე აქა ვიტყვი, რაისათვის გიყვარს დიდებაი და ზვაობაი? რათა პირველ სხვათა და უდიდეს იყოა? აწ უკვე შეიმოსე სიმდაბლე და უდარეს ყოველთა იყავ, და მერმე იქმნა ჭეშმარიტად დიდი და ყოველთა პირველ. ხოლო იყო თუ აქა ზვავ და ამპარტავან, იყო ყოველთა უმცირეს და ნარჩევ და შეურაცხ. ესე სიტყვა არა ჩვენი არს, არამედ ქრისტესი, ვითარცა იტყვის: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს".
აწ უკვე, საყვარელნო! სიმდაბლე შევიტკბოთ, სიმდაბლე შევიყვაროთ, სიმდაბლე შევიმოსოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ და აქაცა კეთილი გვეყოს და წარუალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
აწ უკვე, საყვარელნო! სიმდაბლე შევიტკბოთ, სიმდაბლე შევიყვაროთ, სიმდაბლე შევიმოსოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ და აქაცა კეთილი გვეყოს და წარუალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
|