ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმდაბლე
სწავლა მვ. სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა.
საყვარელნო! ესე უპირატესნი სათნოებანი, სიმდაბლე და სიმშვიდე აქვნდეს იოანეს და მისთვის უყვარდა იგი უფალსა. რაიმცა იყო ამის ნეტარებისა უზესთაეს? გარნა ნუმცა ოდენ ვნატრით მოციქულსა მას, ძმანო, არამედ ვისწრაფოთ ჩვენცა, რათა მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა საყვარელსა მას იოანე მახარებელსა, და ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათვის უფროს ყოველთასა უყვარდა იგი უფალსა. უკეთუ დაუტევა მამა თვისი და შეუდგა უფალსა, და ამას საქმესა ძმაცა თვისი ზიარ ჰყო, და პეტრეცა და ანდრია, გარნა ესე რაისათვის უყვარდა უფროს ყოველთასა? რამეთუ თვით არა სთქვა სიმდაბლისათვის მიზეზი იგი სიყვარულისა, არამედ მე ამას გულის-ხმა-ვჰყოფ, ამისთვის, რამეთუ ფრიად აქვნდა სიმშვიდე და სიმდაბლე და სიწრფოება. და ამისთვის უყვარდა იგი უფალსა უფროის სხვათას, რამეთუ თავადსა ჰბაძვიდა სიმშვიდით და სიმდაბლით, ვითარცა იტყვის: "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ხოლო ესე ვითარი სათნოება მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ მოსე დიდსა საზომსა ამან სათნოებამან მიაღწია, და არა რაი არს სწორ სიმშვიდისა და სიმდაბლისა. ამისთვის ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ, ვითარცა საფუძველი სათნოებათა სიმდაბლე ახსენა პირველად, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა". ესე არს სიმდაბლე და შეუძლებელ არს თვინიერ სიმდაბლისა ცხოვნებაი. გინა თუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რაისაცა იქმოდეს ზვაობით, საძაგელ არს წინაშე უფლისა. მოვიგოთ უკვე საყვარელნო სიმდაბლე, რამეთუ, უკეთუ გვინდეს ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაი, ანუ რაი არს რომლისათვის ზვაობ, ჰოი კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა, გონების ცთომილებასა?! მოიხსენენ ცოდვანი შენნი; უკეთუ კულა სათნოებანი გქონან და მისთვის ზვაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე; რამეთუ, უკეთუ გლახაკთა მისცემ და მისთვის ზვაობ, არა შენსას მისცემ, არამედ ღვთისასა. და უფროსად სიმდაბლე გიღირს, რაჟამს გლახაკთა ჰხედვიდე და გულის-ხმა ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა.
რამეთუ უკეთუ დღეს მდიდარ ვართ და ხვალე შიშველნივე განსლვად ვართ, ანუ რაი არს სიმდიდრე? აჩრდილი უნდოი, კვამლი განქარვებადი, ყვავილი თივისა და ყვავილისაცა უუძლურესი. რაისა უკვე ზვაობ, ჰოი კაცო, თივასა ზედა? ანუ არა მეძავნიცა და ავაზაკნი მოიგებენ სიმდიდრეა?! უკეთუ კულა პატივი და დიდება გიყვარს, ღვთისა მიერ მოიძიე, რომელი იგი არა ოდეს განქარდების. სიმდაბლე მოიგე და ამპარტავნება განაგდე, რათა, ესრეთ სათნოებითა შემკობილი, მას დიდებასა ღირს იქმნე, რომელსა ღირსმცა ვართ დამკვიდრებად ყოველნი, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე, პატივი და თაყვანისცემა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელით სულითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი