წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების

სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
    შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი შემეცნების.
    ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია. ამიტომაც პოეზია პროზაზე მეტხანს ცოცხლობს. იმიტომ ხომ არა, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა? თუკი შენს სიცოცხლეს სიმღერად აქცევ, მაშინ შენც უფრო ახლოს იქნები სიმართლესთან, სიცოცხლესთან.
 
0