ავტორი:
წმ. დავითი
თემა:
რელიგია
მაშ, წიგნი თქუენი, რომელ არს ყურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს ყურანსა თქუენსა
მაშ, წიგნი თქუენი, რომელ არს ყურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს ყურანსა თქუენსა თქუენთვის, ვითარმედ, რაჟამს ჰსცთეთ ქრისტეს სახარებაი ასოს წიგნსა, რომელ მისცა თვისთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავეთ ესე, ალი მუჰმადის გულითადმან მოწაფემან დაგიწერა თქუენ, არამედ თქუენ უგულისხმონი და არა იცით წიგნისა და არცა ძალი ღუთისა. რამეთუ მუჰამედ, დაღაცათუ ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქცივნა, არამედ ღმერთსა ვერ შეგამეცნიერათ, მსგავსად ნავდანთქმულისა მის, რომელ დაღაცათუ გულსასა არა დაინთქას, არამედ ზღვის პირსა მიწევნილი დაინთქა. რად მიიწია? ეგრეთუე თქვენ, ვინადგან ქრისტეს - ძე ღუთისას, რომელისა წინასწარმეტყუელნი პირუელიდგანვე იტყოდეს მოსვლასა მისა და მამათმთავარნი ქადაგებდეს, იგი ვერ იცნა მუჰამედ და არცა თქუენ შეგამეცნიერა. წარსწყმდით და ცთომილებასა შინა ხართ დიდსა, უგულისხმოებითა თქუენითა, ჰრქუა მას მძლავრმან და ვინ გასწავა შენ წიგნთაგან ჩუენთა, არა ღირსო ცხოვრებისაო, ჰრქუა მას წმიდამან დავით, „წიგნნი არად სახმარ არიან ჩემდა, არამედ ესე ვთქუ სამხილებელად თქუენდა“.
|