წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ერესი

ეშმაკების ყველანაირ გამოცხადებას საერთო თვისება გააჩნია, მათ მიმართ გამოხატული სულ მცირედი

ეშმაკების ყველანაირ გამოცხადებას საერთო თვისება გააჩნია, მათ მიმართ გამოხატული სულ მცირედი ყურადღებაც საშიშია; მოვლენისადმი ყოველგვარი სიმპათიის გარეშე გამოხატულმა უბრალო ყურადღებამაც კი შეიძლება ადამიანი ბოროტი შთაბეჭდილების ქვეშ მოაქციოს და სერიოზული ცდუნება განაცდევინოს.
    გონების გახრწნა ყოველთვის დაკავშირებულია სხვა სულიერ თივსებათა გახრწნასთან, რის გამოც გონების გახრწნას და სულის გახრწნას თავისი შედეგებით იგივე მნიშვნელობა აქვს. მცდარი მოძღვრების, ანდა ღმერთზე მცდარი აზრების მიღებით, ცრუ სწავლების მეშვეობით, ღვთის განცხადებული დოგმატური და ზნეობრივი მოძღვრების დამახინჯებით, ადამიანის სულის გახრწნა მიმდინარეობს და ადამიანი სატანის შვილად იქცევა (ინ. 8, 44). სატანურ თემებზე საუბრებით და აზრების შერევით, დემონების მიერ მოტანილი აზრების ჭვრეტით და ოცნებით სულიერი თვალი ზიანდება; სატანასთან ურთიერთობის ხარისხის შესაბამისად ისიც კარგავს სისწორესა და სისუფთავეს. ღირსი ისიქი იერუსალიმელი ამბობს: „ჩვენ როგორც ხორციელი თვალით მავნეს ცქერისას ვზიანდებით, ასევე ვზიანდებით, როცა გონებით ვუცქერთ მავნეს“.
 
თემატური კითხვები
0