თემა:
ერესი
ზოგიერთ უცნობ სულიერ მოძღვრებასთან შეჯახებისას, საჭიროა არა იმდენად მოძღვრების ანალიზი, არამედ
ზოგიერთ უცნობ სულიერ მოძღვრებასთან შეჯახებისას, საჭიროა არა იმდენად მოძღვრების ანალიზი, არამედ სწავლების შემომტანთან, მოძღვრების ფუძემდებელთან პიროვნული თავისებურებების შეფასება. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველი, ვინც რჩება მასში (ე.ი. უფალში), არ სცოდავს; ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შვილებო! ნურავინ გაცდუნებთ. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი არ იქმს სიმართელს, იგი არ არის ღვთისაგან და ისიც, ვისაც თვისი ძმა არ უყვარს. თუ აღმოვაჩენთ სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, მოთმინებას, მადლს, გულმოწყალებას, რწმენას, სიმშვიდეს, თავშეკავებას, ეს სულიწმიდის ნაყოფია. რაც სიყვარულად გვეჩვენება, ის ყველაფერი სიყვარული არ არის. აი, ჭეშარიტი სიყვარული: „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი; არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თვს-იდებნ, ყოველი ჰრწამნს, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“, იქ, სადაც აღმოაჩენ თრობას, შურს, ჩხუბს, რისხვას, შუღლს, უთანხმოებას, სიძულვილს, უხამსობას, სიძვას, უწმინდურობას, მრუშობას, ჯადოქრობას, კერპთაყვანისმცემლობას, იქ არ შეიძლება იყოს სულიწმიდა, ეს ბოროტების ნაყოფია. ამდენად, როცა ადამიანი უხილავ და სულიერ საგანთა შესახებ საუბრობს, ამ საუბრის სიმართლის ან სიცრუის კრიტერიუმად მისი სიტყვები კი არ უნდა გამოვიყენოთ (ისინი შეიძლება კეთილგონივრული იყოს), არამედ სულიწმიდის მადლის არსებობა, ან არარსებობა მასზე. ამის შესახებ მათი საქმეები გვამცნობენ, თუმცა გამოცდილებმა შესაძლებელია უშუალოდ შეიგრძნონ არამართლმადიდებლურ მოძღვრებაში მადლის არარსებობა.
|