ცრუწინასწარმეტყველნი ნაყოფით შეიცნობიან - ცხოვრებით, საქმეებით, მათი საქმიანობიდან გამომდინარე

ცრუწინასწარმეტყველნი ნაყოფით შეიცნობიან - ცხოვრებით, საქმეებით, მათი საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებით. ნუ გაგიტაცებს ფარისეველთა ტკბილსიტყვაობა, მათი წყნარი ხმა, თითქოს სიმშვიდის, სიმდაბლისა და სიყვარულის გამომხატველი; ნუ გაგიტაცებს ის ტკბილი ღიმილი, რომელიც ბაგეებსა და სახეზე დასთამაშებთ, ალერსი და მაამებლობა, მათი მზერიდან რომ გამოჰკრთის; ნუ ცთუნდები იმ ხმით, რომელსაც ისინი ოსტატურად ავრცელებენ კაცთა შორის საკუთარ თავზე. ნუ მოტყუვდები იმ მოწიწებით, ქებით, ხმამაღალი სახელებით, რომლითაც ადიდებს მათ სოფელი. მათ ნაყოფს დაუკვირდი.
 
თემატური კითხვები
6