
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
ყველა წმიდანი ქრისტესადმი სიყვარულის გამო აღასრულებდა გმირობას. წმიდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი
ყველა წმიდანი ქრისტესადმი სიყვარულის გამო აღასრულებდა გმირობას. წმიდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი დაღვარეს; ღირსმა მამებმა ოფლი და ცრემლი დაღვარეს და როგორც სამკურნალო მცენარეების კეთილმა მცოდნეებმა, წარმოგვიდგინეს სულიერი გამოცდილება საკუთარ თავზე. ღვთისა და ადამიანისადმი - ღვთის ხატისადმი სიყვარულის გამო მათ აწამეს საკუთარი თავი, რათა ჩვენთვის თავიანთი სულიერი რეცეპტები დაეტოვებინათ. მათი დახმარებით ჩვენ აღვკვეთთ ბოროტებას, ვმკურნალობთ სულიერ სნეულებებს და ვჯანსაღდებით და თუ კეთილზნეობრივად მივბაძავთ კიდეც მათ ღვაწლს, სიწმიდის მიღწევასაც შევძლებთ.
|