
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
წმინდანები
ჩვენ წმიდათა მთელი სიმრავლე გვყავს, რომლებიც გაურბოდნენ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს:
ჩვენ წმიდათა მთელი სიმრავლე გვყავს, რომლებიც გაურბოდნენ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს: იღუმენობას, მღვდლობას, ეპისკოპოსობას. ერთნი ხელს იჭრიდნენ, მეორენი - ცხვირს, მესამენი - ყურებს, მეოთხენი - ენას, რომ ფიზიკური ნაკლი ჰქონოდათ და ხელდასხმას განრიდებოდნენ. იყვნენ წმიდანები, რომელთა ქოხებსაც სახურავებს ხდიდნენ და მაღლიდან ისე ასხამდნენ ხელს. იყვნენ წმიდა ამფილოქეს მსგავსი წმიდანები, რომელთაც ხელს შორიდან ასხამდნენ. ესენი გაბრწყინებული ადამიანები იყვნენ და სიწმიდეს ფლობდნენ. მაგრამ, რადგანაც აცნობიერებდნენ, თუ რა დიდ ღირსებას უნდა ფლობდეს სული და რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას, ისინი გაურბოდნენ ამ პასუხისმგებლობას. გზა, რომელიც ამ ადამიანებმა იპოვეს, სულიერად დაეხმარა მათ.
|