
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
წმიდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას.
წმიდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწულად იქცევა ხოლმე: ასეთ წამებში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე ბანაობა, ვინაიდან მისი წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპყრობს გულს, თავს, და ადამიანი ხდება „შეშლილი“. ის ვერ გრძნობს ვერც ტკივილს, ვერც სხვა რაიმეს, რამდენადაც მისი გონება ქრისტეშია და მისი გული სიხარულითაა გადავსებული. რამდენი წმიდანი მიდიდოდა მოწამეობაზე და ისეთ სიხარულს განიცდიდნენ, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდნენ.
|