
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს;
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ადამიანზე და ლოცვაში ღვრიდნენ ცრემლებს მათთვის. სულიწმიდამ ამოირჩია ისინი მთელი ქვეყნიერებისათვის მლოცველებად და აძლევდა ცრემლების წყაროს. სულიწმიდა თავის რჩეულებს აძლევს ისეთ დიდ სიყვარულს, რომ მათი სულები, როგორც ცეცხლით, ისე იწვიან სურვილით, რათა ყველა გადარჩეს და იხილოს უფლის დიდება.
|