თემა: მწუხარება, უბედურება, ღმერთი, განსაცდელები
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. უფალი გცდით, ეუბნებოდა მოსე ისრაელს (მეორე სჯ. 13, 3).