წმ. სილუან ათონელი

თუ დაინახავ ნათელს (შუქს) შენს შიგნით ან გარედან, არ დაუჯერო მას, თუ მასთან ერთდ არ არის შენში

თუ დაინახავ ნათელს (შუქს) შენს შიგნით ან გარედან, არ დაუჯერო მას, თუ მასთან ერთდ არ არის შენში გულაჩუყება ღმერთის მიმართ და სიყვარული მოყვასისადმი; მაგრამ ნუ გეშინია, ჰყავ მორჩილება და ეს შუქი გაქრება. თუ ხედავ რაიმე ხილვას, ან სახეს, ან სიზმარს, არ დაუჯერო, იმიტომ, რომ თუ იგი ღმერთისგანაა, თვითონ უფალი შთაგაგონებს ამას. სული, რომელსაც არ შეუგრძვნია სულიწმიდა, ვერ შესძლებს გაიგოს საიდანაა ხილვა. მტერი აძლევს სულს ხანდახან სიტკბოებას, შერეულს პატივმოყვარეობაში. მამები ამბობენ, რომ როცა სული მტრისგან ხედავს ხილვას, შეშფოთებას გრძნობს; მაგრამ ეს მხოლოდ მორჩილი სული, რომელიც არ თვლის თავს ხილვის ღირსად; მტრული მოქმედების დროს იგი გრძნობს ან შფოთვას ან შიშს, პატივმოყვარემ კი შეიძლება არ განიცადოს არც შიში და არც შეშფოთება, იმიტომ, რომ მას უნდა ხილვები და თვლის თავს ამის ღირსად. ამიტომ მტერი ადვილად ატყუებს მას.
 
0