ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი
ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს“ (იობ. 21, 14), მაშინ უფალი, მიუხედავად თავისი ყოვლადსახიერებისა, მის ძალით გადარჩენას არ ეცდება. ღმერთი სამართლიანია, იგი ანიჭებს ასეთ ადამიანს უფლებას, გამოიყენოს თავის არჩევანი: ცოდვილი წავიდეს ჯოჯოხეთში, მართალი კი სამოთხისეული ნეტარებით დატკბეს. ეს ჩვენ თავად ვირჩევთ ჩვენს მარადიულ სამყოფელს, ღმერთი მხოლოდ ადასტურებს მას. ერთი სიტყვით, ჩვენი არჩევანის თავისუფლება ღვთის სამართლიანობის წყალობაა.
|