ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: სიბოროტე
ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან გული განიწმინდო. რამეთუ, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას. ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ. ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, რამეთუ იგი ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; რატომ შენ არ შეგიძლია, რომ სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც? ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე სასარგებლო ოყოს, თუკი იგი არწყულებს წმიდათაც და არაწმიდათაც, რატომ არ გიხარია, როდესაც დახმარებისათვის მოგმართავენ ასეთნიც და ისეთნიც? განა წყალი ხარს მისცემს წყალს და სახედარს - არა? ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მომთმენი იყოს, როდესაც გლეხი მას ხნავს ანდა გზას ასწორებს. იყავი მასავით მომთმენი, რამეთუ შენთვის უდიდესი ჯილდოა გამზადებული. ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რამეთუ შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა და ვისაც მისი მოსპობა ძალუძს. ასე რომ, ძმაო ჩემო, შენ ძე ხარ, ცა კი - ქმნილება