წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 677]
თემა:
მოთმინება, ღმერთზე მინდობა, განსაცდელები, მწუხარება, ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, ღვთის მსჯავრი, სასჯელი
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგება - ისინი წმენდენ და სრულყოფენ ჩვენს კეთილ თვისებებსა და საქმეებს, ღირსგვყოფენ დავიმკვიდროთ მარადიული, მომავალი სიკეთეები. მაგრამ ამასთან, ჩვენც მოგვეთხოვება, სულგრძელებით, მოთმინებით გადავიტანოთ განსაცდელები, სრულიად მივენდოთ ღვთის წინამძღოლობას ჩვენი ცხონების გზაზე.
|
|