წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - სხვა თემა
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

482. ერთ-ერთმა ძმამ აბბას იმ საცხოვრებლის მახლობლად, სადაც წმინდა ბერები ცხოვრობდნენ, სენაკის გამოყოფა სთხოვა. აბბა დაეთანხმა მას, ის ძმა კი იმ ხანებში ერთ მონაზონთან მივიდა, რომელმაც მას სთხოვა, რომ მასთან ახლოს განცალკევებულ სენაკში დასახლებულიყო. ძმამ უპასუხა: ბერების და აბბას გარეშე ეს არ შემიძლია, რადგან აბბა უკვე დამთანხმდა სენაკის გამოყოფაზეო; და, უკან დაბრუნებულმა, მეორე ბერს ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო.

ძმაო! უფალმა გვამცნო: „სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თითოეული თავისა თვისისა (რომ. 12, 10; ფილ. 2, 3). ამიტომ, თუ ჩვენ იმ ღვთისნიერი სიყვარულით, რომელიც შენს მიმართ გვაქვს, გეტყვით: „ჩვენთან დასახლდიო“, მაშინ საქმით ისე წარმოვაჩენთ, თითქოს საკუთარ თავს იმ ძმაზე უპირატესად ვთვლით. და თუ გეტყვით: „მასთან დარჩიო“, მაშინ შენ შეიძლება იფიქრო, რომ ჩვენ უარგყოფთ და არ გვიყვარხარ. შენც ადექი და გაარკვიე იმ ადგილების დაშორებები, ასევე თუ რა სარგებელი ექნება შენს სულს ერთისა და მეორისაგან და ისე მოიქეცი, როგორც მოციქული ამბობს: „ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“ (1 თეს. 5, 21).
    მე შენ ეს ღვთისნიერი სიყვარულით გითხარი. შემინდე, ჩემო ძმაო, ღვთის გულისათვის.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები