თემა: წუთისოფლის ამაოება
"ხილული დროებითია" (2 კორ. 4, 18). რატომ უნდა შევყურებდეთ დროებითს? რა სარგებელი აქვს ქვიშაზე შენებას, წყალზე წერას, ქარის დევნას ან მორბენალი ჩრდილის მიყოლას. რატომაა, რომ ანგარებით, პატივმოყვარე, შურიან ადამიანს გაუმაძღვარი თვალებით მთელი სამყაროს გადაყლაპვა სურს? ვიდრე სამყარო გაქრება, ისინი გაქრებიან ამქვეყნიდან.