თემა: სასწაულები
პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა.
იკონიის პრეფექტი წმიდა თეკლას აიძულებდა, ქრისტესთვის ზურგი ექცია და გათხოვილიყო. მაგრამ თეკლა უფლის ერთგული დარჩა. მაშინ მმართველმა ბრძანა, ის მშიერ მხეცებთან შეეგდოთ. მართლაც, თეკლა არენაზე მიიყვანეს და მშიერი მხეცები გამოუშვეს, მაგრამ ისინი მას ახლოსაც არ გაეკარნენ. ამის შემხედვარე, ერთნი ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც თეკლას სწამდა; სხვანი კი ამბობდნენ, მას სამოსელში ჯადოები აქვს და მხეცებიც ამიტომ არ ეკარებიანო. ქალაქის მთავარი და სხვა მმართველებიც თვლიდნენ, რომ თეკლა ჯადოქარი იყო და მეორე დღეს კვლავ შეიყარნენ დასასჯელად.
პრეფექტმა ბრძანა, თეკლა გაეშიშვლებინათ და ისე მიესიათ ცხოველები, მაგრამ მშიერი და გაოგნებული ცხოველები კვლავ არ გაეკარნენ უფლის რჩეულს. მისი სიშიშვლის ხილვაზე თავები მიწამდე მოდრიკეს, თითქოს ქალწულის სიშიშვლისა შერცხვათ და კვლავ გალიებში დაბრუნდნენ.
-დიდებულია უფალი, რომელსაც თეკლა აღიარებს, - ყვიროდნენ არენიდან. მაგრამ პრეფექტმა ბრძანა, ამოეთხარათ ორმო, რომელიც შემდეგ საშინელი შხამიანი გველებით ამოავსეს. თეკლა ორმოში ჩაადგეს, მაგრამ იქიდანაც უვლებელი ამოვიდა. პრეფექტმა კვლავ ბრძანა, ხარები მოეყვანათ და თეკლა მათ შორის დაებათ, რათა გახელებულ ხარებს შუაზე გაეგლიჯათ. ხარები გაიქცნენ, მაგრამ თოკები სასწაულებრივად დაწყდა და თეკლა კვლავ უვნებელი დარჩა.
მაშინ ქალაქის მთავარი მიხვდა, რომ ყველაფერი უფლის ძალით ხდებოდა და თეკლას ჰკითხა:
-ვინ ხარ და რომელი ძალით ხარ უვნებელი?
-მე ვარ მხევალი ღვთისა ცხოველისა, - უპასუხა თეკლამ. მთავარს ღმერთის შეეშინდა, ბრძანა, თეკლა შეემოსათ და მშვიდობით გაეშვათ:
თეკლას, უფლის მხევალს, თავისუფლებას ვანიჭებ, - ბრძანა მთავარმა