თემა: განკითხვა,  მიტევება


განკითხვა მძიმე ცოდვაა.

ერთი ბერი არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით არ გამოირჩეოდა, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირვებულნი იყვნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ღმერთს ადიდებდა.
    -რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარეობა.
    მაშინ მომაკვდავმა სარეცელიდან თავი წამოსწია და უთხრა:
    -ძმანო და მამანო, მართალია, უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და საშინელ სასჯელს ველოდი; მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს: "მიუხედავად უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!" ამ სიტყვების შემდეგ მათ ჩემი ცოდვების ფურცელი დახიეს. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.
    ამის თქმა დაასრულა და მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები