ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
აღზრდა
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მოზარდი მიეჩიოს მშობლის მომსახურებას. ასევე, როდესაც მისი
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მოზარდი მიეჩიოს მშობლის მომსახურებას. ასევე, როდესაც მისი სურვილების გათვალისწინების აუცილებლობა დგება, მას უნდა ავუხსნათ, რომ ყოველივე შრომის ფასად მოიპოვება და არა უზრუნველად. ამგვარი შესწავლით უნდა მოხდეს მისი სურვილების ასრულებაც, რა თქმა უნდა და ისწავლოს შრომის აუცილებლობა. მოზარდს უნდა ავუხსნათ და გასაგებად მივაწოდოთ, რომ ყველაფერზე უკეთესია, როდესაც საკუთარი შრომით შეგიძლია მოპოვებაც და მიღწევაც და არა უშრომელად და უზრუნველად. უნდა ავუხსნათ, რომ მხოლოდ ასეთი ფორმით ხდება თავისუფლებისა და თვითმყოფადობის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სიტკბოების განცდა. არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც ადამიანი ვინმეზე არ არის დამოკიდებული. უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს სულიერ აღზრდას, ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას, რომელიც მარადიულ სიცოცხლესთან ერთად ასწავლის მართებული ცხოვრების შესაძლებლობას. ოღონდ ყველაფერი ეს ზომიერების საზღვრებშია განსათავსებელი. არ შეიძლება მოზარდის დატვირთვა საეკლესიო ცხოვრებით იმაზე მეტად, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. აუცილებელია თავის არიდება მაქსიმალიზმისაგან. ყოველ ასაკობრივ მდგომარეობაში გასათვალისწინებელია ასაკობრივ ცვლილებებთან თავისებერებანი და მახასიათებლობანი. ეს აუცილებელია, რათა ადგილი არ ჰქონდეს იძულებითი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ მოჩვენებითობას.
|