
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო:
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 190]
თემა:
შეურაცხყოფა
როდესაც რაღაცას ღვთისნიერად ვაკეთებ და ადამიანები მამცირებენ, ვწუხვარ და ასე მგონია ვაბრკოლებ მათ
როდესაც რაღაცას ღვთისნიერად ვაკეთებ და ადამიანები მამცირებენ, ვწუხვარ და ასე მგონია ვაბრკოლებ მათ
.
თუკი შენ უსამართლოდ გამცირებენ, ეს ნუ დაგამწუხრებს. ეშმაკს კეთილი საქმე შურს და მისი აღკვეთა სურს, ამიტომ შენს დასამცირებლად სხვებს აღძრავს; შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და ღმერთს ეს საქმე დიდებისაკენ მიჰყავს. მაგრამ თუ შეცოდების გამო სამართლიანად გამცირებენ, მაშინ ამით საკუთარ თავს არცხვენ; ხოლო როცა შეინანებ - ეს სიხარულად გადაგვექცევა.
|