სხვა მოძღვარი - ანგარება
 

თემა: ანგარება,  ვერცხლისმოყვარება

წმიდა დონატი.

სასაფლაოსკენ მკვდარს მიასვენებდნენ, მაგრამ მევალე ჭირისუფალს მკვდრის დაკრძალვის ნებას არ აძლევდა და იმ ვალის გადახდას ითხოვდა, რომელიც მიცვალებულს გასასტუმრებელი ჰქონდა.
    ქვრივმა ეპისკოპოს დონატს შესთხოვა:
    -შემეწიე, მეუფეო, და სთხოვე მევალეს, რომ ჩემი ქმრის დაკრძალვის ნება მომცეს.
    -ნამდვილად აქვს შენს ქმარს ამ კაცის ვალი? - ჰკითხა წმიდა დონატმა.
    -ჩემმა ქმარმა ყველა ვალი გაისტუმრა, მხოლოდ ხელწერილი არ აუღია მისგან.
    ეპისკოპოსმა მევალეს სთხოვა, ქვრივისთვის ქმრის დაკრძალვის ნება მიეცა, მაგრამ ის იმდენად იყო ანგარებით შეპყრობილი, რომ თვით ეპისკოპოსსაც არ დაემორჩილა. მაშინ წმიდა დონატი მკვდართან მივიდა, ხელი დაადო და უთხრა:
    -მისმინე, ადამიანო! ადექი და სიმართლე გვითხარი, გადაუხადე თუ არა ვალი ამ კაცს?
    მკვდარი გაცოცხლდა, წამოდგა და ცრუ მოვალე ამხილა. შემდეგ ხელწერილი გამოართვა, დახია და ეპისკოპოსს სთხოვა, მისთვის კვლავ მიძინება ებრძანებინა.
    -წარვედ მშვიდობით, - უთხრა მას ეპისკოპოსმა და იგი კვლავ მიიცვალა
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები