ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად ცელით ხელში

ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად ცელით ხელში ეშმაკი შეხვდა. დემონმა მოინდომა მაკარისთვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და უთხრა:
    -ძალა შენია, მაგარი, მე უძლური ვარ შენ წინაშე; რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც: შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ. შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მამარცხებ.
    -რით? - ჰკითხა მაკარიმ.
    -სიმდაბლით, - უპასუხა ეშმაკმა, - აი, რატომ ვარ უძლური შენს წინაშე.
 
თემატური კითხვები
6