ერთხელ მამები მამა ანტონთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმიდა მამას მათი გამოცდა სურდა;

ერთხელ მამები მამა ანტონთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმიდა მამას მათი გამოცდა სურდა; ამიტომ წმიდა წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და თითოეულს სათითაოდ ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ის. ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ პასუხობდა, ბერი კი თითოეულს ეუბნებოდა:

    -არა, ვერ მიმხვდარხარ!

    ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:

    -შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?

    -არ ვიცი, - უპასუხა იოსებმა.

    მამა ანტონმა კი დასძინა:

    -მამა იოსები სწორ გზას ადგას, როცა ამბობს, არ ვიციო.

 
თემატური კითხვები
2