თემა: ანგელოზი
ანგელოზთა გამოქვაბული.
ღირსი კირილე ფრაკიის სოფელ ფილიიდან იყო, რის გამოც ფილიელი ერქვა. ის დაახლოებით 1060-იან წლებში მოღვაწეობდა. ერთხელ იგი მოინახულა ნაცნობმა ბერმა, რომელიც ღირს მამასთან რჩევისთვის მივიდა.
-ერთხელ ჩემს სენაკში ვიჯექი, - დაიწყო ბერმა, - და საკუთარ ცოდვებს ვტიროდი. ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ ჩემი ცოდვები დაუთვლელია, სინანული კი - ძალზე მცირე. ცრემლები ლოყებზე ღვარად ჩამომდიოდა. ორი დღე-ღამის განმავლობაში არაფერი მიხმევია, რამეთუ სულიერ სიტკბოებას განვიცდიდი. განუწყვეტლივ ვფიქრობდი ღმერთზე, უზენაესს წყალობისთვის ვმადლობდი, მის წმიდა სახელს ვადიდებდი. ამ მდგომარეობაში მყოფმა ჩემს მფარველ ანგელოზს მივმართე:
წმიდაო ანგელოზო, დიდი გულმოდგინებით დამიფარე, რამეთუ დაცემის ზღვარზე ვარ; ჩემი ცხოვრება ამაოებაში გავატარე; მაშასადამე, შენ გულმოდგინედ მიფარავდი.
ეს სიტყვები სამჯერ გავიმეორე და ძალაგამოცლილი დავჯექი. იმავე წამს არა ძილში, არამედ ცხადად დავინახე ხელი იდაყვამდე, თეთრი და თხელი, რომელიც მომიახლოვდა და ლოყაში გამარტყა. სილა ძლიერი არ იყო, ხელი კი ისეთი სურნელოვანი ჰქონდა, რომ მისი სურნელება ჩემს სახეზე მთელი კვირის განმავლობაში დარჩა. ამ ხნის მანძილზე ხორციელი საკვების მიღების სურვილი არ გამჩენია. ამიხსენი, აბბა, რას ნიშნავს ეს ხილვა?
ღირსმა კირილემ ყურადღებით მოუსმინა ბერს და მცირე დუმილის შემდეგ თქვა:
-ერთ კეთილ კაცს ორი ძე ჰყავდა. ერთი მათგანი როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად უკვე მოწიფული იყო, მეორე კი ჯერ არა. მამის ამქვეყნიდან გასვლის დროც დადგა. გარდაცვალების წინ მან უმცროსი შვილი უფროსის მზრუნველობაში დატოვა. მამის ნებას დამორჩილებული და უფროსის მოსიყვარულე ძმა ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო... დარბოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, ეცემოდა და განუწყვეტლივ ზიანდებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე უფროსი ძმა მუდამ მის გვერდით იყო, ფხიზლად ადევნებდა თვალს, რომ უმცროსი უფსკრულში არ გადაჩეხილიყო, ან გარეული მხეცის ლუკმა არ გამხდარიყო. მას არ სურდა, უმცროსის ნება შეეზღუდა; სწამდა, რომ როდესაც გაიზრდებოდა, ბავშვი უფრო გონიერი გახდებოდა. ერთხელ უმცროსმა უფროს ძმას თავისი დაშავებული ადგილები აჩვენა და უთხრა:
-მამაჩვენის სახელს გაფიცებ, იზრუნე ჩემზე, რამეთუ როგორც ხედავ, საფრთხის წინაშე ვდგავარ!
მაშინ უფროსმა ძმამ მსუბუქი სილა გაარტყა მას, რათა გონს მოეყვანა და უპასუხა:
-უმჯობესია საკუთარ თავს უფსკრულთან მიახლოება აუკრძალო. მე კი ნურაფერში დამადანაშაულებ; იგივე დაგემართება შენც ძმაო, შენი ხილვა კი უეჭველად ღვთისგანაა