თემა: განუწყვეტელი ლოცვა
ღვთის საიდუმლოებების ჭვრეტა.
წმიდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს წმიდანთა შორის განადიდებს. მას ადამიანთა წინაშე "ღვთისმეტყველთა" სახელი არ მოუხვეჭია, მაგრამ ერთ-ერთ თავის ღვთაებრივ ხილვაში წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველური ნიჭის ღირსი შეიქნა და "ღვთისმეტყველთა დასის დაუმარცხებელი მხედართმთავარი" გახდა.
გრიგოლი სამეფო ქალაქში, კეთილმოსურნე ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე საერო განათლება მიიღო, შემდეგ კი საბერო ცხოვრების სურვილით აღენთო, და ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობდა. იქ გრიგოლი მოშურნედ მიისწრაფოდა სულიწმიდის მადლის მოხვეჭისა და სამსახოვანი ღმერთის სულიერი ჭვრეტისკენ.
ძალიან მალე ახალგაზრდა მოსაგრემ ღვთაებრივი საიდუმლოებების ჭვრეტა დაიწყო. უფალმა ზეციური მინიშნებით მოუწოდა, სულიერი გამოცდილება ადამიანებისთვისაც გაემხილა. ლოცვის დროს წმიდა გრიგოლს სიმბოლური ხილვა ჰქონდა.
მან იხილა, რომ ხელში ეკავა რძით სავსე ჭურშელი, რომელიც იღვრებოდა და მისი ხელებიდან წვეთავდა. შემდეგ რძე კეთილსურნელოვან ღვინოდ იქცა, რომელიც კვლავ მის ხელებსა და სამოსელზე იღვრებოდა და ირგვლივ ყოველივეს კეთილსურნელებით ავსებდა. გრიგოლი სასწაულს უჭვრეტდა, უხაროდა და საოცარი სურნელით ტკბებოდა. უეცრად მის წინ ბრწყინვალე მეომარი წარდგა და უთხრა:
-გრიგოლ, რატომ სხვებსაც არ სთავაზობ ამ რჩეულ, უხვად მომდინარე სასმელს? რატომ აძლევ დაღვრის საშუალებას? იცოდე, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც არასოდეს დაიშრიტება.
-მე ამის ღირსი არა ვარ, - თავს იმართლებდა ანგელოზის წინაშე წმიდანი, - გარდა ამისა, ვშიშობ, რომ დღეს აღარ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ამ ფიალიდან შესმას მოისურვებენ.
-რომც არ იყვნენ ისინი, - განაგრძო ბრწყინვალე მეომარმა, - უნდა გაუფრთხილდე ამ ნიჭს; ნუ ელი მადლიერებას მის მიმღებელთაგან, ეს ღმერთს მიანდე.
თქვა თუ არა ეს, ანგელოზი უჩინარი შეიქნა. წმიდანი გამოერკვია. კიდევ დიდხანს განაბრწყინებდა მას ღვთაებრივი ნათელი.
რძის ღვინოდ გადაქცევა წმიდა მამამ განმარტა, როგორც ღვთის მინიშნება იმაზე, რომ უბრალო სწავლებიდან დოგმატიკასა და ზეციურ საიდუმლოებათა განცხადებაზე უნდა გადასულიყო. მართლაც, სულ მალე მოხდა ისიქასტური კამათი, რომლის საგანიც სულიწმიდის გამომავლობა, ღვთის შეცნობა და ხელთუქმნელი ნათლის ჭვრეტა იყო. ამ კამათში წმიდა გრიგოლმა ბალაამ კალავიტის ერეტიკული მსჯელობა უარყო. იმ დროს, როდესაც წმიდა გრიგოლ პალამა ვერიის(ძველი მაკედონური ქალაქი, რომელიც თესალონიკიდან 74 კმ-ში მდებარეობს) მახლობელ მთებში მოსაგრეობდა, მას განუწყვეტელი ლოცვის შესახებ განსაკუთრებული აზრი აღმოაჩნდა იმ დროის ერთ ცნობილ ისიქასტთან, ბერ იობთან. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, ლოცვის ეს სახე მხოლოდ გამორჩეულმა ბერმა შეიძლება შეასრულოს, ერისკაცმა კი - არავითარ შემთხვევაშიო.
წმიდა გრიგოლმა თავისი აზრი გამოთქვა, დაფუძნებული მოციქულთა სიტყვაზე: "მოუკლებლად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17), მაგრამ მაინც დაუთმო, რადგან მრავალმეტყველება არ უყვარდა. მოგვიანებით, როდესაც იობი თავის სენაკში ლოცულობდა, მას წმიდა ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
-ბერო, ეჭვს ნუ შეიტან წმიდა გრიგოლის სიტყვაში. ნუ განსჯი მათ, არამედ რწმენით მიიღე და აღიარე