ღირსი მოსე შავი.

ღირსი მამა მოსე, წარსულში ავაზაკი, ხოლო შემდგომად სინანულისა - ღვთისმოშიში ბერი, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში აღესრულა. თავისი სიკვდილის დღეს ის სხვა ბერებთან ერთად იჯდა და მათ ეუბნებოდა:
    დღეს ბარბაროსები ჩვენს მონასტერზე თავდასხმასა და ბერების ამოხოცვას აპირებენ. ადექით, ძმებო, და განერიდეთ, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.
    -კი მაგრამ შენ თვითონ რატომ არ გინდა, აქაურობას განერიდო? - ეკითხებოდნენ ძმები.
    -მე უკვე მოხუცი ვარ და დიდი ხანია, ველოდები ამ დღეს, რათა აღსრულდეს ჩემზე ჩემი უფლის ნათქვამი: "ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ".
    -თუკი ასეა, ჩვენც შენთან ერთად დაგვხოცონ, - უთხრეს ძმებმა.
    -მე არ მჭირდება თქვენი აქ დარჩენა, რადგან ასეთია უფლის ნება; ყოველმა თქვენგანმა კი საკუთარ გადარჩენაზე უზრუნოს. საძმო მონასტერს განეშორა. მხოლოდ ექვსი მოწაფე დარჩა მოსესთან, რომლებიც ბარბაროსებმა მასთან ერთად დახოცეს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები