წმიდა იოანე სებაიტელი

წმიდა იოანე სებაიტელი

ერთხელ აბბა მარტირი აბბა იოანე საბაიტელს თავის მოწაფესთან, იოანე კიბისაღმწერელთან ერთად ესტუმრა. საბაიტელმა მარტირის კი არ დაბანა ფეხი, არამედ მის მოწაფეს - იოანეს.

    -მითხარი, მამაო, რატომ დაბანე ფეხი მოწაფეს და არა მასწავლებელს? - ჰკითხა იოანე საბაიტელს მორჩილმა სტეფანემ.

    წმიდა იოანემ უპასუხა:

    -მე არ ვიცი, ვინ არის ეს ახალგაზრდა ბერი, მაგრამ ვიცი, რომ დღეს სინას მთის იღუმენი მესტუმრა და მას დავბანე ფეხი.

    თავის დროზე ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა

 
0