თემა: მიტევება, შურისძიება
თავმდაბლობის მადლი.
მოყვასისგან შეურაცხყოფილი ერთი მონაზონი აბბა სისოი თებაიდელთან მივიდა და გაუმხილა, რომ მაჭირვებელზე შურისძიების სურვილი ჰქონდა. აბბა სისოი შეეცადა, მისთვის ბოროტი განზრახვა გადაეთქმევინებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მონოზონს უთხრა:
-მოდი, ძმაო, უფლის მიმართ ერთად ვილოცოთ, - დადგა და ასეთი სიტყვებით დაიწყო ლოცვა:
-უფალო, ახლა უკვე შენ იმედზე აღარ ვართ, რადგან თავად ვზრუნავთ საკუთარ თავზე და ჩვენს შეურაცხმყოფელზე შურსაც ვიძიებთ.
ამ სიტყვების მოსმენაზე დამცირებული მონოზონი თვალცრემლიანი დაემხო ღირსი სისოის ფერხთით.
-ვაპატიებ ჩემს ძმას ყველაფერს, რაც კი ჩემ მიმართ ჩაუდენია.
მაშინ ბერმა უთხრა:
-გჯეროდეს, ძმაო, რომ ვინც უსიტყვოდ დაითმენს ყოველგვარ დამცირებას, ოქროს გვირგვინსაც ადვილად მიიღებს ჩვენი უფლისგან; ხოლო მრისხანე ადამიანი ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სიკეთეს და თავს ეშმაკის მონად აქცევს