სხვა მოძღვარი - მოვალეობანი მშობლების მიმართ
 

თემა: მოვალეობანი მშობლების მიმართ

თავისი მოვალეობის მიმართ გულმოდგინე ადამიანი ბრძანებას არ ელოდება, მითუმეტეს, ძალდატანებას.

"ჩემს ახალგაზრდობაში, - წერს საკუთარ თავზე ისააკ ასური, - აბბა კრონისთან ერთად ვცხოვრობდი. უკვე მოხუცებული ბერი არანაირ საქმეს არ მავალებდა, არამედ ნებაყოფლობით დგებოდა თვითონ და მეც და სხვებსაც განსაბანად წყალს გვაწვდიდა. შემდეგ ვცხოვრობდი აბბა თეოდორე თერმენელთან ერთად - ამ მამას ჩემთვის არცერთი ბრძანება არ მოუცია, არამედ თვითონ მოჰქონდა მაგიდასთან საჭმელი და მეუბნებოდა:
    -თუ გსურს, ისადილე.
    მე, ჩვეულებრივ, ვპასუხობდი:
    -აბბა, აქ იმისათვის მოვედი, რომ გემსახუროთ; რას ინებებთ? მაგრამ ბერი მუდამ დუმდა... მაშინ ამის შესახებ სხვებს ვკითხე. ბერები მასთან მივიდნენ და უთხრეს:
    -აბბა, ეს ძმა აქ მხოლოდ შენდა მსახურებისთვის მოვიდა; რატომ არაფერს დაავალებ?
    -განა მე კინოტის წინამძღვარი ვარ, რომ ბრძანებები გავცე?
    -პასუხობდა ღირსი თეოდორე, - როცა სურვილი ექნება, შეუძლია გააკეთოს ის. რასაც მე ვაკეთებ, როგორც თვითონ ხედავს.
    ასე რომ, მას შემდეგ მუდამ იმის გაკეთებას ვცდილობდი, რასაც ღირსი მამა აკეთებდა.
    ბავშვებო, მოწაფეებო, მორჩილნო! ამ თხრობით შეიმეცნეთ, როგორ უნდა მოექცეთ მშობლებს, უფროსებსა და მასწავლებლებს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები