აბბა ბინა და ბეჰემოთი

აბბა ბინა და ბეჰემოთი

წმიდა აბბა ბინა განმარტოებით ცხოვრობდა მდინარის ნაპირთან ახლოს. იქვე იყო ადგილობრივი მცხოვრებლების მინდვრები, მაგრამ რაღაცამ დაიწყო მათი ნათესების განადგურება. შეშფოთებული მიწათმოქმედები წმინდანთან მივიდნენ დახმარების სათხოვნელად.
    აბბა ბინა ნაპირთან დადგა და წყნარი ხმით თქვა:
    -იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ აღარ გააჩანაგო ამ ხალხის მინდვრები!
    ამ დროს წყლიდან გამოჩნდა უზარმაზარი ბეჰემოთი. მან წმინდანს შეხედა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაბლა, წყლის დინებას დაუყვა. ამის მერე იგი ამ მხარეში აღარავის უნახავს
 
თემატური კითხვები
0