სხვა მოძღვარი - სასწაულები
 

თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები

წმინდა ვლასი ლოცავს ცხოველებს.

IV საუკუნეში, როცა იმპერატორი ლიკინიუსი საშინლად დევნიდა ქრისტიანებს, ქალაქ სებასტიის მხოვრებლებმა სთხოვეს ეპისკოპოსს, წმინდა ვლასის (ხსენება 11/II) დაეტოვებინა ქალაქი, რათა თავი გაერიდებინა დევნისა და წამებისთვის. წმინდა ვლასიმ დაუჯერა მის მოყვარულ მრევლს და დასახლდა მთაზე, რომელსაც არგეოსი ეწოდებოდა. ეს მთა გარშემორტყმული იყო ტყეებით, რომლებშიც ბევრი ცხოველი ბინადრობდა.
    ცხოველები ხშირად მიდიოდნენ წმინდანის გამოქვაბულთან. ისინი მოთმინებით ელოდნენ, სანამ ის ლოცვას დაამთავრებდა. ბერი გამოდიოდა გამოქვაბულიდან და ლოცავდა ცხოველებს, ისინის მხიარულად იწყებდნენ სირბილს, ხტუნვას, ხოხვას, ხელებს ულოკავდნენ და ეფერებოდნენ მას. ავადმყოფ ცხოველებს იგი ხელის შეხებით კურნავდა.
    ერთხელაც იმპერატორის მსახურებმა, რომლებიც ამ მთასთან ახლოს ნადირობდნენ, მხიარულად მოთამაშე ცხოველები შენიშნეს. საკვირველი ის იყო, რომ მტაცებლები არ ერჩოდნენ დანარჩენებს.
    წმინდა ვლასიმ შორიდან შენიშნა მონადირეები, მან დალოცა ცხოველები და წყნარად უთხრა:
    -ჩქარა გაიქეცით, თორემ მონადირეები დაგხოცავენ.
    როცა მონადირეები ახლოს მივიდნენ, იქ ცხოველთა კვალიც აღარ იყო, მათ წინ კი ჭაღარა ბერი იდგა.
    -შენ ჯადოქარი ხარ? - უთხრეს მონადირეებმა - როგორ მოაჯადოვე ცხოველები, რომ ასე გიჯერებენ?
    -მე ჯადოქარი არ ვარ, ქრისტიანი ვარ და მირჩევნია გარეულ ცხოველებთან ვიცხოვრო, ვიდრე ბოროტ ადამიანებთან, რომლებიც მტრობენ ქრისტეს.
    წმინდა ვლასის ცხოვრებიდან ცნობილია ფაქტი, როდესაც ერთმა ღატაკმა ქვრივმა მას შესჩივლა, რომ მგელმა ერთადერთი მისი ქონება - გოჭი გაიტაცა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და უთხრა: "არ იტირო, შენი გოჭი დაგიბრუნდება!" და მართლაც, ყველასთვის გასაოცრად, მგელი გამობრუნდა ტყიდან და პატრონს უვნებლად ჩააბარა თავისი ნადავლი.
    მრავალი წელი იცხოვრა განდეგილმა წმინდანმა. მრავალი წლის მანძილზე ის ადამიანებისთვის და თვისი მტრებისთვის ლოცულობდა. მთელი ამ წლების მანძილზე სიკეთისა და სიყვარულის მისაღებად წმინდა მამასთან გარეული ცხოველები მიდიოდნენ
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები