წმიდა ზოსიმეს განჩინება

წმიდა ზოსიმეს განჩინება

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე ცხოვრობდა IV საუკუნეში (ხსენება 19/IX). ერთხელ ნადირობისას კილიკიის განმგებელმა დომეტიანემ უცნობი მოხუცი დაინახა, რომელიც მშვიდად და ალერსით ესაუბრებოდა მის გარშემო შეკრებილ გარეულ მხეცებს. მონადირეთა დანახვაზე მხეცები გაიფანტნენ. მოხუცი დაჰკითხეს - ვინ ხარ და უდაბნოში რისთვის ცხოვრობო. მეუდაბნოემ ასე მიუგო განმგებელს: "მე ზოსიმე მქვია და ქრისტიანი ვარ, ხოლო უდაბნოში იმის გამო ვცხოვრობ მხეცებთან, რომ არ მსურს ქალაქში ყოფნა უფალ იესოს მტრებთან". მაშინ დომეტიანე დაემუქრა წმიდა ზოსიმეს და უთხრა: „თუკი ნაზარეველს სცემ თაყვანს, მე ნაზარეთშივე გწევ საჯაროდ სასტიკ სატანჯველთ და გაიძულებ ქრისტეს განუდგე“. როცა წმიდანს ჰკითხეხ - ვითარი გრძნეულებით ათვინიერებო გარეულ მხეცებს, მან მიუგო: "მე ქრისტიანი ვარ!" შემდეგ იგი ნაზარეთს წაიყვანეს და ტანჯვა-წამება დაუწყეს. მოხუცი თავდაყირა დაკიდეს, კისერზე ლოდი გამოაბეს და რკინის ჭანგებით დაუგლიჯეს სხეული, თან დასცინოდნენ: "თუკი გარეული მხეცები გემორჩილებიან შენ, მაშინ უბრძანე რომელიმე მათგანს მოვიდეს აქ და ჩვენ ვირწმუნებთ შენს ღმერთს". წმიდა ზოსიმემ ლოცვა აღუვლინა უფალს და ანაზდად უდაბნოდან ვეება ლომმა მოირბინა. შეძრწუნებული წარმართები "შიშით მიმოიფანტნენ პირუტყვი კი მოხუც მოწამეს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი თათით დაიჭირა. განმგებელი შეევედრა წმინდანს, უსაფრთხო გაეხადა ლომი და შემდეგ ბრძანა ჩამოეხსნათ მოწამე, რათა იმპერატორისთვის გაეგზავნათ განსასჯელად. მაგრამ წმ. ზოსიმე მეუდაბნოემ მაშინვე მიაბარა სული უფალს
 
თემატური კითხვები
0