თემა: სასწაულები, ცხოველები, წმინდანები
წმინდანის ფეხთამლოკველი მხეცი.
წმინდა დიდმოწამე ტატიანა დაიბადა ქალაქ რომში, ცნობილი და მდიდარი მშობლების ოჯახში, დაახლოვებით ქრისტეშობიდან 200 წლის შემდეგ (ხსენება 12/I). მამამისი ქრისტიანი იყო, მაგრამ იმპერატორს უმალავდა თავის რწმენას, ქალიშვილს კი კეთილ ქრისტიანად ზრდიდა.
როცა ტატიანა გაიზარდა, უარი თქვა გათხოვებაზე და მთელი თვისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, ქალაქის ყველა მცხოვრები მისულიყო წარმართულ ტაძარში და იქ მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ტატიანამ ამის შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც შეიპყრეს, აწამებდნენ და სცემდნენ, ის კი ლოცულობდა თავის მწვალებელთათვის და ღმერთს სთხოვდა, ჭეშმარიტება გამოეცხადებინა მათთვის.
ტატიანა ამფითეატრში ლომთან ჩააგდეს, ცხოველი მას მოფერება და ფეხების ლოკვა დაუწყო. და, როცა ლომის ისევ გალიაში შეგდება დააპირეს, მხეცმა იქვე დაგლიჯა ერთ-ერთი მტარვალი. გაცოფებული ჯალათები ტატიანას საშინლად აწამებდნენ, ცეცხლშიც კი ჩააგდეს, მაგრამ უფალმა აქაც დაიცვა იგი. წმინდა ქალწულს აშიშვლებდნენ, სხეულს სამართებლით უსერავდნენ, მაგრამ მას სისხლის ნაცვლად ჭრილობებიდან კეთილსურნელი რძე გადმოსდიოდა! იგი ისევ მიიყვანეს სამსჯავროზე, სადაც მსაჯულმა მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მასთან ერთდ დასაჯეს მამამისიც