თემა: ანგელოზი


უფალი თავის მსასოებელთ არ მიატოვებს.

ერთი მოხუცი განდეგილი ბერი დასნეულდა. გვერდით შემწე არავინ ჰყავდა; ამიტომ 30 დღის განმავლობაში გაჭირვებით დგებოდა სარეცელიდან, იღებდა ცოტაოდენ საზრდოს, რასაც სენაკში მოიძიებდა, და კვლავ წვებოდა. რაკი მასთან არავინ მოვიდა, უფალმა სამსახურებლად თავისი ანგელოზი მოუვლინა. ასე გავიდა კიდევ შვიდი დღე. მაშინ იმ მიდამოებში მოსაგრე მამებს მოხუცი ბერი გაახსენდათ და თქვეს:
    -მოდით, მოვინახულოთ ბერი, იქნებ ავად არის!
    მართლაც, მის სამყოფელთან მივიდნენ და როგორც კი კარებზე მიაკაკუნეს, სნეულს ანგელოზი განეშორა. მოხუცმა ბერმა მიუგო:
    აი, მძიმედ დავსნეულდი და ჩემთან ოცდაათი დღის განმავლობაში არავინ მოსულა. ხოლო ეს ბოლო შვიდი დღეა, ჩემს შეჭირვებაში უფლის მიერ მოვლენილი ანგელოზი მემსახურება. მაგრამ, როგორც კი თქვენ მოხვედით, უფლის ანგელოზმა დამტოვა!
    ამ სიტყვებზე მოხუცმა ბერმა სული განუტევა. ძმები გაოცდნენ, ღმერთი განადიდეს და ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
    -უფალი არ მიატოვებს თავის მსასოებელთ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები