ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
აღზრდა
მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც არც თუ იშვიათად დამახასიათებელია პიროვნებისათვის. საკითხი ეხება
მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც არც თუ იშვიათად დამახასიათებელია პიროვნებისათვის. საკითხი ეხება მიჯაჭვულობის ტენდენციას. მიჯაჭვულობა ვინმესადმი, ვინც არ უნდა იყოს ის, უდიდეს დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს პიროვნებისათვის, როგორც ინდივიდისთვის. თუ ამ სახით ხდება ბავშვის და შემდგომ მოზარდის აღზრდა, ან კიდევ ასეთ მიდრეკილებებსა და თვისებებს ავლენს მშობლისადმი ან დედმამიშვილისადმი და საერთოდ ვინმესადმი და ამას სათანადო ყურადღება არ მიექცევა, ასეთ მოზარდში ქვეითდება თვითრეალიზების შესაძლებლობანიცა და სურვილიც, კარგავს უნარს, შეეწინააღმდეგოს მომავალი ცხოვრების სირთულეებს. უფრო მეტიც, იგი მომავლისთვის არშემდგარ პიროვნებად იქნება მოაზრებული და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება არასრულფასოვნების განცდა.
|