ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განკითხვა
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავებდეთ განსჯას და განკითხვას. ცოდვა დასაბამს იღებს მაშინ, როცა გულში ვინმესადმი მისი რაიმე ცუდი საქციელის გამო, სიძულვილი ჩაისახება. დამნაშავე განაჩენის გარეშე უნდა საჯოთ. თუ ამავე დროს, გულში აღიძვრის მის მიმართ სიბრალული, მისი გამოსწორების სურვილი და თან ერთვის ლოცვა, ეს არ იქნებ განკითხვის ცოდვა, არამედ აღსრულდება სიყვარუის საქმე.განკითხვის ცოდვა უფრო გულიდან მომდინარეობს და არა ენიდან. სიტყვა შეიძლება ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს ცოდვად, იმისდა მიხედვით, რა გრძნობით წარმოითქმება. გრძნობა ანიჭებს მეტყველებას ტონს. უმჯობესია, საერთოდ შევიკავოთ თავი განსჯისაგან, რომ არ ჩავვარდეთ განკითხვაში, ანუ არ ვიაროთ ცეცხლისა და ჭვარტლის სიახლოვეს და თავი დავიძღვიოთ დამწვრობისა და გაჭვარტლისაგან. უკეთესია უმალ საკუთარი თავის განკითხვასა და გაკიცხვაზე გადავიდეთ.