თემა: აღზრდა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითადი ყურადღება შვილთან ურთიერთობაში დათმობილი აქვს ყოფით

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითადი ყურადღება შვილთან ურთიერთობაში დათმობილი აქვს ყოფით საკითხებს, რომელიც აღმზრდელობით კატეგორიას კი არ განეკუთვნება, არამედ ვიწრო სოციალურს. აღზრდასა და გაზრდაში სხვაობის საჩვენებლად მარტივი მაგალითია მცენარის ბიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აღზრდას არ ექვემდებარება, იგი მხოლოდ იზრდება მისი მასაზრდოებელი ნივთიერი საკვებით. თუ მხოლოდ ნივთიერი საკვებით გამოკვებას დავუთმობთ ყურადღებას, მაშინ მივიღებთ მცენარეს, რომელსაც შესაძლოა კარგი სურნელება და ფერადოვნება აქვს, მაგრამ ცხოვრებასთან გასარკვევი და საურთიერთობო არაფერი. ყველაზე დიდი, განსაკუთრებული ადგილი მივუჩინოთ ოთახში, მისთვის განმზადებულ ქოთანში. ეჭვგარეშეა, რომ არავის სურს მცენარის დანიშნულების მქონე ცოცხალი არსების გამზრდელად იწოდებოდეს, თუმცაღა მცენარესაც აქვს ნაყოფი და ეს ნაყოფიერება მეტადრე ადამიანის ცხოვრებაში უნდა იქნეს ასახული.
 
0