თემა: სიკვდილის ხსოვნა


სიკვდილის ხსომა.

წმიდა იოანე მოწყალე ზეცის ჭეშმარიტი ძე, მართლმადიდებლობის ურყევი მებრძოლი, ყველა სათნოებათა მაგალითი გახლდათ; მაგრამ ის ადამიანი იყო... შიშობდა, ზოგჯერ რაიმე ამაო აზრი მის გულს არ შეხებოდა და მუდამ თან ჰქონდა მტკიცე ფარი - სიკვდილის ხსომა, რომელიც უტყუარი დადასტურებაა ადამიანისთვის, რომ ის მტვრის მარცვალს არ აღემატება.
    ამჯერად წმინდა მამამ ბრძანა, მოემზადებინათ მისთვის კუბო, რომელიც მხოლოდ ნახევრად მოწყობილი იქნებოდა. მან მხატვრებს უბრძანა, ყოველ დღესასწაულზე მასთან მოსულიყვნენ და ყველა იქ მყოფის წინაშე ხმამაღლა განეცხადებინათ:
    -მეუფეო, შენი კუბო ჯერ კიდევ დაუსრულებელია; გვიბრძანე მისი დასრულება; რამეთუ სიკვდილი მოულოდნელად მოდის, არ იცი, როდის მოგიკაკუნებს.
    ამრიგად, იოანე მოწყალეს თვითონაც მუდამ ახსოვდა სიკვდილი და სხვებსაც განმსწავლელი სახით უჩვენებდა ამას.
    რა იქნებოდა, აზრებით რაც შეიძლება, ხშირად ვწვებოდეთ სასიკვდილო სარეცელზე! ხშირად რომ წარმოვიდგენდეთ იმ საშინელ წუთს, როდესაც აწმყო დასრულდება და მომავალი დადგება! მაშინ საგნებს სხვა თვალით შევხედავდით. შეგვაძრწუნებდა ის საქმეები, რომლებსაც საკუთარ თავს ახლა ოდნავადაც არ ვაყვედრით; საშინელ უფსკრულებს აღმოვაჩენდით იმ გზებზე, სადაც ახლა, მდელოებისა და ყვავილების გარდა, ვერაფერს ვხედავთ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები