თემა: ერესი, ღვთისათვის თავგანწირვა
მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენაა ურყევი განსაცდელში.
მღვდელი იაკობი და დიაკონი აითაილი ურყევად დადგნენ უსაშინლესი ტანჯვის წინაშე, რომელიც სპარსეთში მძვინვარებდა. ერთმა ქრისტიანმა, მანიქეველმა განდგომილმა, თავისი რწმენა სახალხოდ აღიარა და სპარსელები უწმინდურობაში ამხილა.
ის მაშინვე შეიპყრეს და აითაილის თვალწინ წამება დაუწყეს... თავდაპირველად მანიქეველი დიდსულოვანი და უშიშარი ჩანდა; მაგრამ როდესაც მტარვალებმა უსასტიკესი ტანჯვა დაუწყეს, მან ხმამაღლა წამოიძახა:
-უარვყოფ ჩემი წინაპრების რწმენას; ჩემი მეფის ღმერთებს ვცემ თაყვანს!
ცრუ მოწამის ტანჯვა მეყსეულად შეწყდა.
ამის დანახვაზე წმინდა აითაილი სულიერი სიხარულით აღივსო, რომ უფალი საკუთარ დიდებას მხოლოდ თავისი მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებზე წარმოაჩენს; მან საბრალო და ბოროტ განდგომილს თანაუგრძნო და ყვედრება დაუწყო:
-გზააბნეულო ადამიანო! ის-ის იყო ტანჯვა შეიგრძენი და მაშინვე უარყავი შენი ღმერთი... აი, მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი რწმენა მართლმადიდებლობა კი არა, მძვინვარე, ღვთის საწინააღმდეგო განდგომილებაა! კურთხეულია ქრისტე, უფალი ღმერთი ჩვენი, რომელიც უსასტიკეს ტანჯვაში განგვამტკიცებს და ჩვენს მტკიცე, ღვთისმოსავ რწმენაში ურყეობას გვანიჭებს!
მსაჯულმა მართალი მამის ყვედრება მოისმინა და იმდენად გამძვინვარდა მასზე, რომ ბრძანა, იქამდე ეწამებინათ, სანამ სუნთქვა არ შეუწყდა