
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
აღზრდა
მშობლებმა თავიანთ შვილებს ზნეობა, პატიოსნება, სიცრუის სიძულვილი და ყოველივე სიყალბის მორიდება
მშობლებმა თავიანთ შვილებს ზნეობა, პატიოსნება, სიცრუის სიძულვილი და ყოველივე სიყალბის მორიდება სიყრმიდან, სამი-ოთხი წლიდანვე უნდა ასწავლონ. ბავშვი როგორც კი ენას ამოიდგამს, მაშინვე ცუდისა და კარგის, მოსაწონისა და დასაწუნებლის ცოტაოდენი გარჩევა უნდა შეასმინონ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უფრო საკუთარი ქცევით. ვიდრე ყრმა დედმამაზეა დამორჩილებული მანამდე უნდა წარემატოს ზნეობით, სიმართლითა და სათნოებით, თორემ მერე მისი ხასიათის გამოსწორება ძნელი იქნება. ცუდ საფუძველზე კარგი სწავლა არ დაეშენება. მშობლებმა შვილება უნდა შეაგონონ, რომ ღმერთი ყოველ მის აზრსა და საქმეს ხედავს, მას ღმრთისა უნდა რცხვენოდეს და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღმრთის გულისათვის, სულისა და გულის სიღრმეში მართლმსაჯული და წრფელი სინდისი უნდა გაუჩინონ და გაუზარდონ
|