იოსებ ათონელი(ისიხასტი) - განსაცდელები
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

თემა: განსაცდელები,  მოთმინება

ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება გმართებს, და იგია მათზე გამარჯვება. აღნიშნე იმათი სახელები, ვინც განსაცდელის ჟამს სიკვდილამდე დაითმინა, როცა ნერწყვი სისხლად ექცეოდათ პირში, რათა ხმა არ გაეღოთ. მათ მიმართ იქონიე დიდი მოწიწება და პატივი მიაგე, როგორც მოწამეებსა და აღმსარებლებს. ისინი და მათი მსგავსნი მიყვარს, მათ ვეამბორები და მათ გამო ყოველდღე უკანასკნელ წვეთამდე უნდა დავთხიო სისხლი ქრისტეს სიყვარულში. რადგან ხედავ, რომ ურჩევნია ათასჯერ მოკვდეს მოთმენისას, ვიდრე ცივი სიტყვა დასცდეს. და როცა მას ადამიანები ახრჩობენ, მას სიმართლე ახრჩობს, ახრჩობს შინაგანი გულისსიტყვაც, იგი ბრძოლაში უძლურდება და მკვდარივით ეცემა, და მაშინ ისევ აგრძელებს განსაცდელთან გონიერად შერკინებას და მთელ სიმძიმეს თავის თავზე იღებს, განიცდის და დამნაშავესავით ოხრავს.
    ამრიგად, არაფერი ისე არ მწადია და ისე ძლიერ არ მიყვარს, როგორც იმის გაგონება, რომ განსაცდელში მოთმინებას იჩენთ.
    რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს
image image
 
თემატური კითხვები
აქტუალური თემები