თემა: საკუთარ თავზე მინდობა
საკუთარ თავზე ზედმეტად მინდობა დამღუპველია (ღირსი პახომი დიდის ცხოვრებიდან).
ერთ ბერს ქრისტესათვის მოწამეობა სურდა, მაგრამ რამდენადაც ეკლესიაში სიმშვიდე სუფევდა, მან არ იცოდა, როგორ დაეკმაყოფილებინა თავისი გულის წადილი. იგი ხედავდა, რომ პახომი დიდს სასწაულმოქმედების უნარი გააჩნდა; ამიტომ არაერთგზის მივიდა მასთან და სთხოვა, ღვთის წინაშე ელოცა, რათა უფალს მისთვის მოწამის გვირგვინი ებოძებინა. დიდხანს ურჩევდა ღვთის მოსაგრე, რომ გულში ნუ გაივლებდა ასეთ უცნაურ აზრებს და მრავალგზის უმეორებდა:
-ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო! მხნედ ატარე ბერობის ტვირთი; დღედაღამ ღვთისმეტყველებაში იყავი ჩაფლული, უმწიკვლო ცხოვრებით სულის საცხოვნებელი მაგალითი მიეცი ძმებს და ზეცაში მოწამეებთან ერთად დამკვიდრდები. მაგრამ პახომი დიდის შეგონებანი ამაო იყო, - ბერი მხურვალე გულით ევედრებოდა მას.
ბოლოს ღირსმა მამამ, რომელსაც სურდა, თავი დაეღწია ბერის თხოვნისათვის, უთხრა მას:
-კარგი, შევევედრები შენთვის მაცხოვარს შენთვის, რათა მოგცეს მოწამეობის შესაძლებლობა, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ფრთხილად იყავი, რათა წამების მძიმე წუთებში არ უარყო ქრისტეს სახელი. ადრეც გეუბნბოდი და ახლაც გარწმუნებ, როცა საჭიროების გარეშე ითხოვ საფრთხეში თავის ჩადგებას; თვით უფალი ხომ გვასწავლის, ვილოცოთ, რათა არ შეგვიყვანოს განსაცდელში; მაგრამ თუკი შენი სურვილი ასეთი ძლიერია, იყოს ნება შენი.
მათი საუბრიდან ორი წლის შემდეგ ზოგიერთ ძმას შორს მოუხდა წასვლა ლელქაშის შესაგროვებლად. ისინი იქ ძალზე დაყოვნდნენ. მაშინ პახომი დიდმა მოუხმო ამ ბერს და უთხრა:
-წადი და მოინახულე ძმები, რომლებიც შრომობენ და წაუღე ეს წერილი; გზაზე წასვლის წინ კი აკურთხა იგი და დაამატა: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე. აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე. ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს“ (2 კორ. 6, 2-3).
ბერი ვერ მიხვდა, რას ეხებოდა ღირსი მამის ეს სიტყვები და გზას გაუდგა.
უდაბნოზე გავლისას მას შეხვდნენ ბარბაროსები, რომლებიც მიუდგომელ მთებში ცხოვრობდნენ. მათ ტყვედ ჩაიგდეს ბერი და თავიანთ საცხოვრებელში წაიყვანეს. ისინი უყვიროდნენ:
-მოდი, ბერო, თაყვანი ეცი ჩვენს ღმერთებს!
დიდხანს უარობდა ბერი კერპებისათვის თაყვანისცემას, მაგრამ მის თავზე გაშიშვლებული მახვილის აღმართვამ, გაუგონარი ტანჯვის მუქარამ აიძულა ბედკრული, მუხლი მოეყარა ცრუ ღმერთებისათვის. სიკვდილის შიშით მან დაივიწყა უკვდავი სული, ქრისტე უარყო და მათი ნაკერპალი იხმია. ამის შემდეგ იგი, როგორც ერთმორწმუნე უვნებლად გაუშვეს...
ასეთი საშიშია საკუთარ ძალებზე მინდობა, როდესაც ადამიანის გული ასეთი არამდგრადი და მერყევია, ხორცი კი ასეთი სუსტი და უძლური