სიზმარი (მოთხრობა)

სიზმარი (მოთხრობა)

ერთხელ მესიზმრა, ზღვის ნაპირზე მე და მაცხოვარი ერთად მივდიოდით; მივდიოდით და ჩემს თვალთახედვაში ჩემი ცხოვრების სურათები ცოცხლდებოდა. ასე ვიარეთ დიდხანს, მოვიხედე უკან: ქვიშაზე ნათლად ჩანდა ქრისტესა და ჩემი ნაფეხურები. ცოცხლდებოდა ყველაზე მძიმე და არასასიამოვნო სურათებიც. ამ დროს უკან თუ მოვიხედავდი, მხოლოდ ერთი წყვილი ნაფეხური ჩანდა, უფრო დიდი და ღრმა. მე შევჩერდი, გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მაცხოვარი ჩემს გვერდით დავინახე.
    -უფალო, როდესაც გიწამე, მაშინ მითხარი, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებიო, შენ კი ჩემი ცხოვრების მძიმე დღეებში ჩემთან არა ხარ, მარტო მივდივარ. აი, ნაფეხურები; აქ ხან ოთხი ფეხის, ხან კი მხოლოდ ორის ნაკვალევია.
    -არა, მე ყოველთვის შენთნ ვარ, - იყო მაცხოვარის პასუხი, - ის ნაკვალევი, სადაც ერთისაა, - ჩემია, უფრო ღრმა კი იმიტომაა, რომ ჩემს მხრებზე გატარებდი ყოველთვის, როცა გიჭირდა.
 
0