სასოწარკვეთილის ხსნა
სასოწარკვეთილის ხსნა
ერთ მოძღვარს მორწმუნემ უამბო:
"ახალგაზრდობაში ერთ ვაჭართან ვმსახურობდი. ფორნით ნართი დამქონდა ფაბრიკებში და დიდ ფულზე ვყიდდი. ერთხელ, როდესაც ნავაჭრს ვითვლიდი, ათი ათასი მანეთი დამაკლდა. ფული არც ქისაში იყო და არც დავთარში იყო აღნიშნული. კვლავ რამდენჯერმე გადავამოწმე, მაგრამ ამაოდ - ფული უკვალოდ გაქრა. ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი პატრონისათვის, როგორ უნდა მემართლებინა თავი? განა დაიჯერებდა იგი ჩემს პატიოსნებას? ალბათ არა, ქურდად ჩამთვლიდა და სასამართლოში მიჩივლებდა. უკეთეს შემთხვევაში სამსახურიდან დამითხოვდა და სახელგატეხილს სამუშაოდ არავინ მიმიღებდა, ქურდის იარლიყი სამუდამოდ მომეკერებოდა. ჩემს ცოლს "ქურდის ცოლის", შვილებს კი - "ქურდის შვილების" სამარცხვინო სახელი უნდა ეტარებინათ.
სასოწარკვეთილმა გადავწყვიტე, თავი მომეკლა. ფაბრიკიდან მიმავალი გზა მდინარეზე გადადიოდა. მდინარის გაღმა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი მდებარეობდა და ტაძრის გუმბათები მოჩანდა. გადავწყვიტე, წყალში გადავვარდნილიყავი და თავი დამეხჩო ისე, რომ არავის დავენახე.
ფორანი უკვე მდინარეს უახლოვდებოდა. ძალიან ვღელავდი. ვგრძნობდი, მოახლოებული სიკვდილის სუნთქვას და ამ ყოფაში უეცრად გონება დავკარგე. უგონო მდგომარეობაში მყოფმა ვიხილე წმიდა ნიკოლოზი. მან მამობრივი მზრუნველობით მითხრა:
-მონავ ღვთისა! მოუხმე საშველად ქრისტე ღმერთს, პირჯვარი გადაიწერე და თავს ნუ იღუპავ. ამით ეშმაკის სამუდამო მონა გახდები. 10 000 მანეთის ნართი შენ ამა და ამ ფაბრიკაში ნისიად მიეცი და ეშმაკის "წყალობით" დაგავიწყდა დავთარში ჩაწერა.
როდესაც გონს მოვედი, ვნახე, რომ ჩემი ფორანი მონასტრის კარიბჭეს მისდგომოდა. მონასტრის თავზე ცხადად დავინახე წმიდა ნიკოლოზი - ზუსტად ისეთი, როგორიც წეღან გამომეცხადა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დღემდე ვმადლობ წმიდა ნიკოლოზს, რომელმაც იხსნა ჩემი ცოდვილი სული"

|