აბბა აგათონის სარწმუნოება

აბბა აგათონის სარწმუნოება

აბბა აგათონის შესახებ ამბობდნენ, რომ იგი ძალიან გონიერი იყო. ერთხელ მის გამოსაცდელად უცნობები მივიდნენ და უთხრეს:

    -ეს შენა ხარ აგათონი? შენს შესახებ გვსმენია, რომ ამპარტავანი და მემრუშე ხარ.

    -კი, ეს მართალია, - მიუგო ამბა აღათონმა.

    მათ კვლავ ჰკითხეს:

    -აგათონ, ცილისმწამებელი და ამაოდმეტყველიც ხარ?

    -ვარ, - თავმდაბლად უპასუხა ღირსმა მამამ.

    -აგათონ, მწვალებელიც ხარ?

    -არა, მწვალებელი არა ვარ! - მტკიცედ მიუგო წმიდა მამამ.

    მაშინ მას ჰკითხეს:

    -რატომ გვეთანხმებოდი ყველაფერში, ბოლო ბრალდება კი ვერ აიტანე?

    მამა აგათონმა მიუგო:

    -ამ ვნებათა აღიარება სასარგებლოა ჩემი სულისთვის, ხოლო მწვალებლად თავის მიჩნევა ღვთისაგან განდგომას ნიშნავს, მე არ მსურს, განვუდგე ჩემს უფალს.

    მისმა გამომცდელებმა მოისმინეს ბერის სიტყვები, გაუკვირდათ და თაყვანი სცეს მას.

 
თემატური კითხვები
0